Belive

ხულენ ლოპეტეგიმ პრიმერა დივიზიონის გუნდი ჩაიბარა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის "რეალის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ხულენ ლოპეტეგი, კარიერას "სევილიაში" გააგრძელებს. ცნობილია, რომ ლოპეტეგისთან "სევილიას" ხელმძღვანელობამ 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. 52 წლის სპეციალისტის კარიერა "რეალში" ძალიან ცუდად წარიმართა - ესპანელი გუნდიდან ოქტომბერში გაათავისუფლეს, რაც "რეალის" მკაფიო რეგრესისა და "ბარსელონასთან" გამანადგურებელი მარცხით (5:1) წაგებით იყო განპირობებული. "რეალში" დანიშვნამდე, ლოპეტეგი ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს წვრთნიდა. გუნდიდან ლოპეტები მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე გაუშვეს - ესპანეთის საფეხბურთო ასოციაციაში არაეთიკურად და დაუშვებლად მიიჩნიეს ის ფაქტი, რომ ლოპეტეგი მადრიდულ გუნდთან მოლაპარაკებას ჩუმად აწარმოებდა.

სხვა სტატიები