Belive

ხუთ სეზონში პირველად - ზიდანს კარიერაში ეს არასდროს დამართნია 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
თავის სამწვრთნელო კარიერაში პირველად მოხდა, რომ მადრიდის "რეალის" თავკაცი ზინედინ ზიდანი ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას გამოეთიშა. ეს მას შემდეგ, რაც 7 აგვისტოს, მადრიდის "რეალმა" "მანჩესტერ სიტისთან", "ეტიჰადზე", ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური შეხვედრა 1:2 წააგო და ორი მატჩის ჯამში - 2:4 დამარცხდა. მას მერე, რაც "ზიდანი" "სამეფო კლუბში" სამწვრთნელო საქმიანობითაა დაკავებული, ყველა სეზონში, ერთხელ ასისტენტის, სამჯერ კი მთავარი მწვრთნელის რანგში, ჩემპიონთა ლიგაში ტრიუმფი მოახერხა.

სხვა სტატიები