Belive

ხუთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ევროპაში

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ევროპაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი "ბარსელონას" არგენტინელი სუპერვარსკვლავი ლიონელ მესია. საინტერესო ფაქტია, რომ ლეო მესი კრიშტიანუ რონალდუზე ორჯერ მეტს გამოიმუშავებს.   იანვარში ესპანურმა გამოცემამ El Mundo-მ მესისა და “ბარსელონას” შორის 2017 წელს გაფორმებული კონტრაქტის დეტალები გაასაჯაროვა. საქმე რეალურად გასაოცარ ციფრებთან გვაქვს. L'Equipe-ის ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონას" კაპიტნის ანაზღაურება კვირაში 2,1 მილიონი ფუნტი სტერლინგია, რაც წელიწადში 108,2 მილიონ ფუნტ სტერლინგს შეადგენს. მე-2 ადგილს "იუვენტუსის" პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ იკავებს. პორტუგალიელი ანაზღაურების სახით კვირაში 900 000 ფუნტ სტერლინგს ღებულობს, რაც წელიწადში 46,7 მილიონი ფუნტი სტერლინგია. მიუხედავად იმისა რომ, რონალდუ შთამბეჭდავ ანაზღაურებას ღებულობს, პორტუგალიელი ლეო მესიზე ორჯერ ნაკლებს გამოიმუშავებს. მე-3 ადგილს ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში "პარი სენ-ჟერმენის" ბარზილელი შემტევი ნეიმარი იკავებს. 29 წლის ბრაზილიელის ანაზღაურება კვირაში 606 000 ფუნტ სტერლინგია, რაც წელიწადში 31,5 მილიონი გამოდის. მე-4 ადგილს "ბარსელონას" ფრანგი ფორვარდი ანტუან გრიზმანი იკავებს, რომელიც წელიწადში 30 მილიონ ფუნტ სტერლინგს ღებულობს. მე-5 ადგილზე "ატლეტიკოს" ურუგვაელი თავდამსხმელი ლუის სუარესია. ურუგვაელი კვირაში 575 000 ფუნტ სტერლინგს გამოიმუშავებს, რაც წელიწადში 27,6 მილიონი ფუნტი სტერლინგი გამოდის. აღასანიშნავია, რომ ხუთელში არ არის კილიან მბაპე. იმ შემთხვევაში, თუ მბაპე "პარი სენ-ჟერმენთან" ახალ კონტრაქტს მოაწერს ხელს, მისი წლიური ანაზღაურება 25,7 მილიონი ფუნტი სტერლინგი გახდება.  

სხვა სტატიები