ხვიჩა კვარაცხელია 2020 წლის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელია

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოება წელს განსხვავებული ფორმატით გაიმართა.

2020 წლის საუკეთესო ქართველ ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა.

ყაზანის “რუბინის” 19 წლის ვინგერმა მიმდინარე წელი საოცრად ჩაატარა. ხვიჩა როგორც რუსული კლუბის, ასევე საქართველოს ნაკრების ლიდერად იქცა.

2020 წლის რჩეულების გამოსავლენად GFF Awards-ის გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეებმა, ფუტსალისა და ქალთა ლიგების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა, ასევე სპოტული მედიის წარმომადგენლებმა და ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელებმა.

(53)

ხვიჩა კვარაცხელია 2020 წლის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელია

სტატიის ავტორი
-