Belive

ხვიჩა კვარაცხელია: "ეს ჩემთვის ოცნების ახდენაა, ემოციებით ძალიან დატვირთული ვარ"

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის მეოთხე ტურში, მთავარ მეტოქე ჩრდ. მაკედონიასთან ფრე - 1:1 ითამაშა. შეხვედრაში ანგარიში მოედანზე 4 წუთის შემოსულმა ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა, რომელმაც ეროვნულ გუნდში სადებიუტო გოლი გაიტანა და მატჩის შემდეგ კომენტარიც გააკეთა. "მოხარული ვარ ნაკრებში ჩემი პირველი გოლით, ეს ჩემთვის ოცნების ახდენაა. თუმცა, რა თქმა უნდა, გამარჯვება უკეთესი იქნებოდა. ძალიან დატვირთული ვარ ემოციებით, როდესაც ნაკრებში გოლს იტან, ეს ალბათ ყველაზე დიდი სიხარულია. ყველაფერი წინ არის, 12 ნოემბერს უმნიშვნელოვანესი შეხვედრა გველოდება. ვთვლი, რომ მზად ვართ ამ თამაშისთვის და ვფიქრობ, რომ დღესაც შეგვეძლო სამი ქულის მოპოვება", - ციტირებს ყაზანის "რუბინის" ქართველი შემტევის სიტყვებს აქართველოს ფეხბურთის ფედერაცია. საქართველოსა და ჩრდ. მაკედონიის ეროვნული გუნდები ერთმანეთს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ მატჩში, 12 ნოემბერს, "დინამო არენაზე" დაუპირისპირდებიან. მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები