Belive

ხვიჩა კვარაცხელია Golden Boy-ს განახლებულ სიაში მოხვდა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ხვიჩა კვარაცხელია Golden Boy 2021-ის განახლებულ სიაში მოხვდა. თავდაპირველად, ქართველი ფეხბურთელი 100 საუკეთესო ახალგაზრდას შორის იყო, ახლა კი "რუბინის" 20 წლის ვინგერი 80 მოთამაშესთან ერთადაც შეიყვანეს. აქვე შეგახსენებთ, რომ პრიზი საუკეთესო 21-წლამდე ფეხბურთელს გადაეცემა. კვარაცხელიას გარდა, სიაში შედიან ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან: მეისონ გრინვუდი (იუნაიტედი), ბუკაიო საკა (არსენალი), ედუარდო კამავინგა (რენი), პედრი (ბარსელონა), რაიან გრავენბერხი (აიაქსი) და ა.შ. გარდა ოფიციალური მეთოდისა, გამარჯვებულს Tuttosport-ი გულშემატკივარს შორის გამოკითხვითაც გამოავლენს. ხვიჩა კვარაცხელია თავდაპირველი გამოკითხვის დროს, ხმების მიხედვით, 100 ფეხბურთელს შორის მე-2 იყო, მას მხოლოდ თურქი ერსინ დესტანოღლუ ასწრებდა. ხმის მიცემა აღნიშნულ ბმულზეა შესაძლებელი.    

სხვა სტატიები