Belive

ხვიჩა კვარაცხელია: "ლივერპულთან გამარჯვება ისტორიის ნაწილია - წინ გლაზგოში რთული მატჩი გველის"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

უეფას ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის წინ, საქართველოს ნაკრების და "ნაპოლის" ლიდერმა, ხვიჩა კვარაცხელიამ შოტალნდიურ მედიასთან გლაზგოს "რეინჯერსის" წინააღმდეგ გასამართ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

"ჩემპიონთა ლიგაზე თამაში ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნებაა. ჯერ ნაადრევია იმის თქმა, თუ რომელ საფეხურზე შეგვიძლია ჯგუფის დასრულება, მაგრამ ჩვენ ვიტყვით ჩვენს სათქმელს.

ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ, რომ დავამარცხეთ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კლუბი "ლივერპული", მაგრამ ეს უკვე წარსულის ნაწილია - გლაზგოში გასამართ ბრძოლაზე უნდა ვიფიქროთ.

ეს არ იქნება ადვილი მატჩი, რადგან ისინი თავიანთი აუდიტორიის წინაშე ითამაშებენ, ჩვენ ვიცით იმ დიდებული ატმოსფეროს შესახებ, რომელიც სუფევს მოედანზე.

ისინი ბევრს გააკეთებენ, რათა კარგი შედეგი დააფიქსირონ საშინაო კედლებში, მაგრამ ჩვენ დარწმუნებული ვართ საკუთარ თავში და ვიცით, რომ გლაზგოშიც შეგვიძლია სასურველი შედეგის მიღწევა", - უთხრა ხვიჩა კვარაცხელიამ Daily Record-ს.

"რეინჯერსი" - "ნაპოლის" შეხვედრა 14 სექტემბერს გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები