Belive

ხვიჩა კვარაცხელია მილანთან მატჩში ნაპოლის ძირითად შემადგენლობაშია

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

დღეს, სერია A-ს მე-7 ტურის შეხვედრაში, ,,მილანი'' ,,ნაპოლის'' უმასპინძლებს. მატჩი 22:45 საათზე დაიწყება.

სტუმართა ძირითად შემადგენლობაშია საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც მიმდინარე სეზონში მე-9 მატჩს ჩაატარებს.

ნაპოლის ძირითადი შემადგენლობა:

მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, კიმი, მარიო რუი, ანგისა, ლობოტკა, ზელინსკი, პოლიტანო, რასპადორი, კვარაცხელია.

6 ტურის შემდეგ, ,,ნაპოლი'' 14 ქულით სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციაზეა, 14 ქულა აქვს ,,მილანსაც'', რომელიც მეოთხე ადგილს იკავებს.

სხვა სტატიები