Belive

ხვიჩა კვარაცხელია: "მითხრეს, რომ თუ კონტრაქტს არ გავაფორმებდი, სასტურმოდან გამაძევებდნენ" 

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
Youtube-ს რუსული არხისთვის მიცემულ საკმაოდ ვრცელ ინტერვიუში, საქართველოს ნაკრების და ყაზანის "რუბინის" შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ მის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა. "ავსტრიაში შეკრებაზე ვიყავი და მეგონა, რომ ისევ "ლოკომოტივის" აგენტი ვიყავი, როცა აგენტმა დამირეკა და მითხრა "რუბინის" შეთავაზების შესახებ. აგენტი ჩემთვის ოჯახის წევრივითაა, ის ჩემი ოჯახის კარგი მეგობარია. მე ვუპასუხე: "მე მხოლოდ ფეხბურთის თამაში მინდა. თქვენ თავად გადაწყვიტეთ, რა არის საუკეთესო ჩემთვის. ასე გადაწყდა "რუბინში" გადასვლის საკითხი.  სასტუმროდან არ გამოვუგდივარ, მაგრამ ჩემსა და "ლოკომოტივის" ხელმძღვანელობას შორის ისეთი საუბარი შედგა, რომ თუ კონტრაქტს არ გავახანგრძლივებდი, გამაძევებენ. მაშინ სიომინმა ამიხსნა, რომ მირანჩუკსაც ასეთი სიტუაცია ჰქონდა, მაგრამ ის დარჩა და "ლოკოს" ლიდერი გახდა. თუმცა, ვფიქრობ, რომ მე სხვა სიტუაციაში ვიქნებოდი. ვფიქრობ, იური პავლოვიჩი ახლა უკვე ეთანხმება ჩემს გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, მაშინ განაწყენებული ვიყავი, რომ "ლოკოს" სურდა ისევ გავენათხოვრებინე და ხელშეკრულება არ გაეფორმებინა. ვფიქრობ, ჩემს ადგილზე ნებისმიერი ფეხბურთელი განაწყენდებოდა, მაგრამ მათ შესახებ ერთი ცუდი სიტყვაც არ მითქვამს. ახლა ტოპ გუნდში ვთამაშობ და ყველაფერი მომწონს", - თქვა ქართული ფეხბურთის ამომავალმა ვარსკვლავმა. ამ სეზონში კვარაცხელიამ საკლუბო და სანაკრებო დონეზე 14 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.  

სხვა სტატიები