Belive

ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლის ძირითადშია

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

დღეს "ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგაზე მის მორიგ შეხვედრას გამართავს. ამჯერად იტალიელები ამსტერდამში ადგილობრივ "აიაქსს" დაუპირისპირდებიან. აღნიშნული მატჩი, თბილისის დროით, 23:00 საათზე დაიწყება.

რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა ნეაპოლური კლუბის სასტარტო თერთმეტეული, სადაც ხვიჩა კვარაცხელია ძირითადშია.

"ნაპოლიმ" მისი ბოლო შეხვედრა ჩემპიონთა ლიგაზე "რეინჯერსის" წინააღმდეგ გამართა და მეტოქე მარტივად 3:0 დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრაში კვარაცხელიამ მოედანზე 89 წუთი გაატარა და მაღალი შეფასებებიც დაიმსახურა.

სხვა სტატიები