Belive

ხვიჩა კვარაცხელია: "ოცნებები ხდება - ძალიან ბედნიერი ვარ"

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრაში, "ნაპოლიმ" სტუმრად ამსტერდამის "აიაქსი" დიდი ანგარიშით - 6:1 დაამარცხა.

აღნიშნულ შეხვედრაში ერთ-ერთი საუკეთესო საქართველოს ნაკრების ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია იყო, რომელმაც გოლის გატანა და საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.

"ვფიქრობ, ოცნებები ხდება, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე ვითამაშე და დღეს გოლი გავიტანე. ძალიან ბედნიერი ვარ, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ გუნდმა გაიმარჯვა.

ჯოვანი დი ლორენცო არის დიდი ადამიანი, დიდი კაპიტანი და შესანიშნავი ფეხბურთელი. ის იმსახურებს მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს, რადგან ის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა "ნაპოლისთვის".

"აიაქსმა" კარგად ვერ ითამაშა, მაგრამ მათ შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავთ და ის ძლიერი გუნდია. მათ წინსვლა სჭირდებათ. მათ წარმატებებს ვუსურვებ", - თქვა 21 წლის ამომავალმა ვარსკვლავმა.

2022 წელს ხვიჩა კვარაცხელიას აქტივში საკლუბო და სანაკრებო შეხვედრებში 20 გოლი და 10 საგოლე გადაცემაა, რასაც ამხანაგურ მატჩებში გატანილი 4 გოლი და 1 საგოლე პასი ემატება. რაც შეეხება უშუალოდ "ნაპოლის" აქ ქართველ ფეხბურთელს მიმდინარე, 2022/23 წლების სეზონში 6 გოლი და 4 საგოლე გადაცემა აქვს.

შემდეგი მატჩი ნეაპოლელებს იტალიის სერია A-ში, 9 ოქტომბერს, "კრემონეზეს" წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები