Belive

ხვიჩა კვარაცხელია: "ფიზიკურად კარგ ფორმაში ვართ, ყველა დარჩენილი მატჩი უნდა მოვიგოთ" 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რუსეთის პრემიერ ლიგის მე-20 ტურის შეხვედრაში, მოსკოვის "სპარტაკთან" (2:0) გამარჯვების შემდეგ, რაშიც ხვიჩა კვარაცხელიამ მონაწილეობა საგოლე გადაცემით მიიღო, ქართველმა შემტევმა მატჩი შეაფასა. "რთული ამინდი იყო და ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მატჩი მოვიგეთ, ბედნიერი ვარ. პრომესი ინდივიდუალურად ძლიერი მოთამაშეა, დიახ, მის წინააღმდეგ თამაშს თან განსაკუთრებული დამოკიდებულება ერთვოდა. ფიზიკურად სასწავლო წვრთნის დროს კარგად მოვემზადეთ და კარგ ფორმაში ვართ, ახლა უფრო შორს მიმავალი გეგმები გვაქვს. მიზნები ჩემპიონატში? ჩვენ უნდა ავიდეთ მაღლა, კარგად ვითამაშოთ და მოვიგოთ ყველა დარჩენილი თამაში," - თქვა კვარაცხელიამ MATCH PREMIER-ის ეთერში. მიმდინარე სეზონში 20 წლის ქართველ შემტევს ოფიციალურ მატჩებში 17 შეხვედრაში 2 გოლი აქვს გატანილი და მის აქტივში 7 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები