Belive

ხვიჩა კვარაცხელია ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელია

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ცნობილმა გერმანულმა სატრანსფერო სააგენტო Transfermarkt-მა ზაფხულის შემდეგ ფეხბურთელთა სატრანსფერო ღირებულებები განაახლა. რუსეთის პრემიერლიგაში ერთადერთი ცვლილება ხვიჩა კვარაცხელიას შეეხო. საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი 3 მილიონით გაიზარდა და ახლა 7,5 მილიონ ევროს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ 19 წლის ვინგერი დღეს ყველაზე ძვირადღირებული ქართველი მოთამაშეა. ხვიჩამ გიორგი ჩაკვეტაძესა (6 მილიონი) და სოლომონ კვერკველიას გაასწრო (5 მილიონი). კვარაცხელია 2020 წელს "რუბინის" ლიდერი გახდა. ქართველი ლეგიონერი რუსეთის პრემიერლიგის გასული სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელადაც დასახელდა. გარდა ამისა, ხვიჩა აგვისტოსა და სექტემბერში ყაზანელთა ფანებმა საუკეთესოდ აირჩიეს.

სხვა სტატიები