Belive

ხვიჩა კვარაცხელია რომასთან მატჩში ნაპოლის ძირითად შემადგენლობაშია

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

დღეს, სერია A-ს მე-11 ტურის შეხვედრაში, ,,რომა'' ,,ნაპოლის'' უმასპინძლებს. მატჩი 22:45 საათზე დაიწყება.

სტუმართა ძირითად შემადგენლობაშია საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც მიმდინარე სეზონში მე-14 შეხვედრას ჩაატარებს.

ნაპოლის ძირითადი შემადგენლობა:

მერეტი, დი ლორენცო, კიმი, ჟესუსი, ოლივერა, ნდომბელე, ლობოტკა, ზელინსკი, ლოზანო, ოსიმენი, კვარაცხელია.

10 ტურის შემდეგ, ,,ნაპოლი” 26 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა. ,,რომა'' კი 22 ქულით მე-4 ადგილს იკავებს.


სხვა სტატიები