Belive

ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის ჩემპიონატის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის პრემიერ ლიგის 22-ე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. წამყვანმა ევროპულმა სტატისტიკურმა კომპანია Whoscored.com-მა რუსეთის ჩემპიონატის 22-ე სათამაშო კვირის რჩეულ 11 ფეხბურთელს შორის ქართველი ამომავალი ვარსკვლავიც აირჩია, რომელმაც "უფასთან" შეხვედრაში გოლის გატანა, საგოლე გადაცემის გაკეთება და ყაზანის "რუბინს" გამარჯვებაში დაეხმარა (3:0). 20 წლის ქართველმა ამ მატჩში 8-ქულიანი შეფასება დაიმსახურა, რაზე მაღალიც მხოლოდ ერთ თანაგუნდელს, დენის მაკაროვს ჰქონდა. კვარაცხელიას და მაკაროვის გარდა, სიმბოლურ გუნდში "რუბინის" კიდევ ერთი ფეხბურთელი, ფილიპ ურემოვიჩიც მოხვდა. კვარაცხელია ეროვნული გუნდის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მარტის თვეში, მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის სამი შეხვედრისთვის, შვედეთის, ესპანეთის და საბერძნეთის ნაკრებების წინააღმდეგ, "ჯვაროსნების" შემადგენლობაში გამოიძახა.

სხვა სტატიები