Belive

ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის ჩემპიონატის სიმბოლურ გუნდში მოხვდა 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რუსულმა გამოცემა football.kulichki.net-მა საქართველოს ნაკრების ვინგერი ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის პრემიერლიგის მე-13 ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა. ყაზანის "რუბინმა" ტულას "არსენალი" - 3:1 დაამარცხა, ქართველმა ტალანტმა კი, რომელიც მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო, საგოლე გადაცემა მიითვალა. "ქართველი დრიბლიორი, როგორც ყოველთვის, ერთ-ერთი ყველაზე ნათელი ფიგურა იყო მოედანზე. ხვიჩა სასარგებლო იყო დაცვაში და შესანიშნავად ახერხებდა ფლანგზე კონტრშეტევების განხორციელებას. ერთ-ერთი ასეთი გარღვევა მეტოქის საჯარიმოში ორაზროვანი ვარდნით დასრულდა, ხოლო მეორე - მშვენიერი დიაგონალით ბაკაევზე, რომელმაც უპირატესობა სამამდე გაზარდა. საინტერესო იქნებოდა ხვიჩას ევროპულ ტურნირებში ხილვა, სადაც მოხვედრას "რუბინი" ცდილობს", - წერს რუსული გამოცემა 19 წლის ამომავალი ვარსკვლავის შესახებ. მატჩის შემდეგ, კვარაცხელია კიდევ ერთხელ შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში 13 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი და 5 საგოლე გადაცემა გაკეთებული.

სხვა სტატიები