Belive

ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის პრემიერ ლიგის სეზონის სიმბოლურ გუნდში მოხვდა 

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პოპულარული გამოცემა Opta-ს რუსულმა ვერსიამ, რუსეთის პრემიერ ლიგის 2020/21 წლების სეზონის სიმბოლურ გუნდში საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, ხვიჩა კვარაცხელია შეიყვანა. სხვა გამოცემებისგან განსხვავებით, Opta-მ ქართველი ფეხბურთელის გარჯა დააფასა და საუკეთესო თერთმეტეულში ისეთ მოთამაშეებთან ერთად შეიყვანა, როგორებიც არტიომ ძიუბა, გრეგორ კრიხოვიაკი და სხვები არიან. მიმდინარე სეზონში, კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე 23 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა. რუსეთის პრემიერ ლიგაში ყაზანის "რუბინმა" 30 ტურში 53 ქულა დააგროვა, მეოთხე ადგილი დაიკავა და უეფას კონფერენც ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური მოიპოვა.

სხვა სტატიები