Belive

ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი: "სალიჰამიჯიჩს შევხვდით და ბაიერნის ბაზა დავათვალიერეთ" 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
Youtube-ს რუსული არხის მიერ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ მომზადებულ საკმაოდ ვრცელ სიუჟეტში, ქართველი ფეხბურთელის აგენტი მამუკა ჯუღელი მისი კლიენტის შესაძლო ტრანსფერის შესახებ საუბრობს და იმ კლუბებს ასახელებს, რომელსაც ქართველი ტალანტის შეძენა სურდათ. "ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ჩემთან შემოთავაზებით ხუთი კლუბი მოვიდა: "ტორინო", "სასუოლო ", "ზალცბურგი", "გენტი" და "უდინეზე", თუმცა, ხვიჩას ჯერ კიდევ რუსეთის პრემიერლიგაში თამაში და გამოცდილების დაგროვება სჭირდება. მინდა, რომ მან 5 წლის განმავლობაში მადრიდის "რეალში" ითამაშოს. დავიჯერო ამის? ის 15 წლის იყო, როცა შევამჩნიე და დავიყვირე - ვარსკვლავი გაიზრდება! 17 წლის ასაკში მასთან კონტრაქტის გაფორმება მიუნხენის "ბაიერნს" სურდა. ჩვენ შევხვდით სალიჰამიჯიჩს და გერმანული კლუბის სხვა მმართველებს, ვისაუბრეთ და ბაზა დავათვალიერეთ, მაგრამ საბოლოოდ მათ ხვიჩა არ აიყვანეს", - თქვა ჯუღელმა. ამ სეზონში კვარაცხელიამ საკლუბო და სანაკრებო დონეზე 14 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სხვა სტატიები