Belive

ხვიჩა კვარაცხელია: "სლუცკიმ მითხრა, რომ ისე მოვქცეულიყავი როგორც საჭიროდ ჩავთვლიდი"

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საქართველოს ნაკრების შემტევმა - ხვიჩა კვარაცხელიამ, რუს იუთუბერთან ინტერვიუში სხვადასხვა თემაზე ისაუბრა. საუბრის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემას, რუსეთის დატოვება და იტალიურ გრანდში გადასვლა წარმოადგენდა.
"24 თებერვალს ომის დაწყების დროს რუსეთში ვიყავი. უკვე ყველამ იცოდა და საუბრობდა ამის შესახებ. მამამ დამირეკა. რა თქმა უნდა, უარყოფითი რეაქცია მქონდა, რადგან იქ ხალხი იღუპებოდა. ეს ძალიან ცუდია და არავის მოსწონს. მეშინოდა, რადგან ძალიან ბევრს ვფიქრობდი ამის შესახებ. ყველა ლაპარაკობდა, რომ ხვიჩა "რუბინში" დარჩა და არსად მივდიოდი, რის შემდეგაც ყველაფერი დაიწყო. საიმანოვთან და სლუცკისთან სალაპარაკოდ შევედი და ვუთხარი, რომ ოჯახი ყველაზე მეტად მაინტერებს. ჩემთვის ოჯახი უპირველესია. მათ მითხრეს, რომ მოვქცეულიყავი ისე, როგორც საჭიროდ ჩავთვლიდი. "რუბინში" მხოლოდ 2 მატჩი გვქონდა დარჩენილი. ჩემს თავს ვუთხარი, რომ ამ ორ მატჩში ვიასპარეზებდი და გუნდისათვის ბოლომდე  დავიხარჯებოდი, რადგან "რუბინმა" ჩემთვის ბევრი რამ გააკეთა. ყაზანის "რუბინი" ძალიან მიყვარს, ამიტომ ვუთხარი, რომ ამ ორ მატჩში დავრჩებოდი და შემდეგ გუნდს დავტოვებდი. ჩემს თავს ვუთხარი, რომ დარჩენილ 2 მატჩში უნდა ვიასპარეზო, რადგან არ იქნება ლამაზი, თუ უბრალოდ ვიტყვი, რომ ნახვამდის - მე მივდივარ. ბიჭებთან უკვე 2 წელი გავატარე და ასე ვერ მოვიქცეოდი. ეს ორი თამაში ვითამაშე და შემდეგ, გადაწყვეტილება ყველამ ერთად მივიღეთ", - თქვა ხვიჩა კვარაცხელიამ ინტერვიუში.
ხვიჩა კვარაცხელია იტალიაში 1 ივლისს გაემგზავრება და "ნაპოლის" შეუერთდება.

სხვა სტატიები