Belive

ხვიჩა კვარაცხელია სოჭისთან მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რუსეთის ჩემპიონატის მე-3 ტურის მატჩში "რუბინი" "სოჭის" ეწვია და 3:2 დამარცხდა. წაგებული თამაშის მიუხედავად, ხვიჩა დაპირისპირების საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. 19 წლის ქართველმა ვინგერმა ჯერ პენალტი მოუპოვა "რუბინს", რამდენიმე წუთში კი ასისტიც მიითვალა. კვარაცხელიამ მოედანზე 90 წუთი გაატარა. ყაზანელთა რიგებში ძირითად შემადგეობაში იყო ზურიკო დავითაშვილიც. ის სლუცკიმ 58-ე წუთზე შეცვალა.

სხვა სტატიები