Belive

ხვიჩა კვარაცხელია: "სპალეტის ვესაუბრე, მასთან მუშაობას მოუთმენლად ველი"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრების შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელიც 1 ივლისს, "ნაპოლის" უნდა შეუერთდეს, რუსულ Sport Expres-თან თავისი კარიერის ახალ ეტაპზე ისაუბრა.
"ყოველთვის ვოცნებობდი დიდ კლუბში თამაშზე. "ნაპოლი" ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია მსოფლიოში. ბავშვობაში "რეალზე" ვოცნებობდი, ეს ჩემი ოცნება იყო, თუმცა ბევრი ოცნება უკვე ახდა. ახლა არ ვიცი, რა იქნება ჩემი შემდეგი ოცნება, ვტკბები მომენტით. მხოლოდ კარგი მოგონებები მაკავშირებს ყაზანის "რუბინთან" და ლეონიდ სლუცკისთან. ეს უკანასკნელი კარგი მწვრთნელი და კარგი ადამიანია. ჩემს ახალ მწვრთნელს, ლუჩიანო სპალეტის ინგლისურად ვესაუბრე. რა მითხრა? ჩვენ განვიხილეთ სხვადასხვა საკითხები, განვიხილეთ სხვადასხვა თემები, რომელთაგან ბევრს ჩემთვის დავიტოვებ. ჩემთვის "ნაპოლიში" გადასვლის შესაძლებლობა, არის შანსი საუკეთესოდ გამოვავლინო საკუთარი თავი იტალიის სერია A-შიც კი. ბატონი სპალეტი ძალიან ძლიერი მწვრთნელია. მოუთმენლად ველი მასთან მუშაობას", - თქვა 21 წლის ქართველმა ფეხბურთელმა.
ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი სერია A-ს ოფიციალურმა ვებ-გვერდმა უკვე დაადასტურა. უახლოეს დღეებში ნეაპოლიტანელები მას ოფიციალურად წარადგენენ.
 

სხვა სტატიები