Belive

ხვიჩა კვარაცხელია თბილისშია - წინ სანაკრებო მატჩებია

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "ნაპოლის" შემტევი - ხვიჩა კვარაცხელია, იტალიიდან, კერძოდ კი ნეაპოლიდან თბილისში ჩამოფრინდა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მოსამზადებელ შეკრებას შეუერთდება.

307982648_10160492862107360_6742991622647960813_n

საქართველოს ნაკრები 2022 წლის დასკვნითი ოფიციალური შეხვედრებისთვის ემზადება. ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი 2022/23 წლების უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის ჯგუფური ეტაპის ბოლო ორი ტურის მატჩებში, ჩრდ. მაკედონიისა და გიბრალტარის ნაკრებებს დაუპირისპირდება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის:

მეკარე: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლევან შოვნაძე („სამგურალი“, წყალტუბო, საქართველო).

დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, კრაკოვი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა („კოპენჰაგენი“, დანია), სოლომონ კვერკველია („ნეფთჩი“, ბაქო, აზერბაიჯანი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, კრემონა, იტალია), გურამ გიორბელიძე („ზაგლებიე“, ლუბინი, პოლონეთი),  ირაკლი აზაროვი („ცრვენა ზვეზდა“, ბელგრადი, სერბეთი), გრიგოლ ჩაბრაძე („დინამო“, ბათუმი, საქართველო).

ნახევარდაცვა/თავდასხმა: საბა ლობჟანიძე („ჰატაისპორი“, ანტაკია, თურქეთი), გიორგი წიტაიშვილი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი), ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო“, თბილისი, საქართველო), გიორგი აბურჯანია („ჟილ ვისენტე“, ბარსელუში, პორტუგალია), გიორგი ჩაკვეტაძე („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია), ვაკო ყაზაიშვილი („ულსან ჰიუნდაი“, სამხრეთ კორეა), გიორგი მიქაუტაძე („მეცი“, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე („ფეჰერვარი“, სეკეშფეჰერვარი, უნგრეთი).

საქართველოს ნაკრების სექტემბრის კალენდარი:

23 სექტემბერი – 20:00

საქართველო – ჩრდილოეთ მაკედონია 

26 სექტემბერი – 22:45

გიბრალტარი – საქართველო

სხვა სტატიები