Belive

ხვიჩა კვარაცხელია ტრავმირებულია 

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი მარცხით დაიწყო. "ჯვაროსნებმა" სტოქჰოლმში, "ფრენდს არენაზე", შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩში მინიმალური სხვაობით - 0:1 წააგეს. შეხვდრის პირველ ნახევარში ჩვენს გუნდს გოლის გატანის რამდენიმე კარგი შანსი ჰქონდა და მათ შექმნაში მთავარი წვლილი, ნიჭიერ ქართველ ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიას მიუძღვის. მეორე ნახევრის სტარტზევე, 20 წლის შემტევმა მოედანი დატოვა და ვილი სანიოლმა მის ნაცვლად თამაშში ოთარ კიტეიშვილი შემოუშვა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ყაზანის "რუბინის" ქართველი ლეგიონერის ცვლილების მიზეზი ტრავმა აღმოჩნდა: "პირველ ტაიმში მიღებული ტრავმის გამო ხვიჩა კვარაცხელიამ თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო და ვილი სანიოლმა მეორე ნახევრის სტარტზე თამაშში ოთარ კიტეიშვილი ჩართო", - ვკითხუბთ სფფ-ის განცხადებაში. ჯერჯერობით უცნობია თუ რა სახის და რა სიმძიმის ტრავმასთან გვაქვს საქმე, თუმცა Live.ge-ს ინფორმაციით, კვარაცხელიას ბურთი თავის არეში მოხვდა და დაზიანებაც ამან გამოიწვია. მომდევნო, მეორე ტურის მატჩს საქართველოს ეროვნულ გუნდს 28 მარტს, “დინამო არენაზე”, ესპანეთის წინააღმდეგ ელოდება. მატჩზე დასასწრები 15 000 ბილეთი უკვე გაყიდულია, შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა კი საქართველოს პირველი არხის ეთერში იქნება შესაძლებელი. ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია.

სხვა სტატიები