Belive

ხვიჩა კვარაცხელიამ კაირატთან მატჩში ტრავმა მიიღო 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრების შემტევი ხვიჩა კვარაცხელია ყაზანის "რუბინის" სეზონისწინა მოსამზადებელ შეკრებაზე დაშავდა. თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე შეკრების ფარგლებში, 20 წლის ქართველმა ვინგერმა ალმაატის "კაირატის" წინააღმდეგ თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, მე-11 წუთზე გამარჯვების გოლის გატანა შეძლო, თუმცა პირველი ნახევრის დასრულებამდე მოედანი იძულებით დატოვა. ლეონიდ სლუცკიმ კვარაცხელია 30-ე წუთზე შეცვალა, თუმცა როგორც რუსული პრესა წერს, ეს დაგეგმილი ცვლილება არ ყოფილა და ხვიჩამ მოედანი ტრავმის გამო დატოვა. დაზიანება სერიოზული არ უნდა იყოს, თუმცა "რუბინის" ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, ხვიჩამ შეცვლა თავად მოითხოვა. კვარაცხელიას თურქულ შეკრებას ეფექტურად ატარებს, ქართველმა ამხანაგურ მატჩებში 6 გოლის გატანა მოახერხა, რუსეთის ჩემპიონატში კი მიმდინარე სეზონში 16 შეხვედრაში 2 გოლის გატანა და 5 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

სხვა სტატიები