Belive

ხვიჩა კვარაცხელიამ რუბინში პირველი ვარჯიში ჩაატარა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ყაზანის "რუბინის" ქართველმა ახალწვეულმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, გუნდში პირველი ვარჯიში ჩაატარა. 18 წლის ქართველი შემტევი რუსულ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში შეუერთდა. გასული 6 თვის განმავლობაში, კვარაცხელია იჯარის წესით მოსკოვის "ლოკომოტივში" თამაშობდა. “ჩვენთვის კვარაცხელიას წასვლა დიდი მოულოდნელობაა. მჯეროდა, რომ სრულფასოვან კონტრაქტს გავუფორმებდით. ის სუპერტალანტია. ნახევარი წლის განმავლობაში მასთან ბევრი ვიმუშავეთ, ხვიჩას წასვლის გამო ცრემლები წამომივიდა” – განაცხადა "ლოკომოტივის მთავარმა მწვრთნელმა, იური სიომინმა.

სხვა სტატიები