კორონავირუსი დამარცხებულია! – ხვიჩა კვარაცხელიამ ვარჯიში განაახლა (ფოტო)

ყაზანის “რუბინის” ოფიციალური Facebook-ის გვერდი საქართველოს ნაკრების შემტევის ხვიჩა კვარაცხელიას ფოტოებს აქვეყნებს, რომელიც როგორც ჩანს მოედანს დაუბრუნდა.

19 წლის ფეხბურთელი რუსულ გუნდში ვარჯიშობს და ნათელია, რომ მან კორონავირუსი უკვე დაამარცხა.

ქართული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი Covid19-ით 11 ნოემბერს, ქვეყნის საფეხბურთო ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩის წინ დაინფიცირდა, რის გამოც მან 12 ნოემბერს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში მონაწილეობა ვერ მიიღო, ეროვნული გუნდი კი ჩრდილოეთ მაკედონიასთან – 0:1 დამარცხდა.

 

(135)

კორონავირუსი დამარცხებულია! – ხვიჩა კვარაცხელიამ ვარჯიში განაახლა (ფოტო)

სტატიის ავტორი
-