Belive

ხვიჩა კვარაცხელიას განმარტება: "ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი ქვეყნის სახელით თამაშია"

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საქართველოს ნაკრების შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, ბოლო პერიოდის განმავლობაში გავრცელებულ მოსაზრებაზე რომ იგი ეროვნულ გუნდში სექტემბრის მატჩებისთვის განზრახ არ ჩამოდის, განმარტება გააკეთა.
"ბევრი არასასიამოვნო შეტყობინება მივიღე რაც ძალიან გულსატკენია. ვინც კარგად მიცნობს ყველამ იცის რომ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი ქვეყნის სახელით თამაშია და ის, რომ მე უბრალოდ არ ჩამოვდივარ სრული აბსურდია. ყველაფერზე მეტად ახლა მე ჩემი ქვეყნის გვერდით დგომა მინდა, მაგრამ სამწუხაროდ ტრავმა ამის საშუალებას არ მაძლევს. ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია კრიტიკოსებისთვის, მადლობა, მე ეს უფრო ძლიერს მხდის! მადლობა გვერდში დგომისთვის", - დაწერა ყაზანის "რუბინის" მარცხენა ფლანგის ვინგერმა.
როგორც 27 აგვისტოს გავრცელებული ინფორმაციით გახდა ცნობილი, 20 წლის ფეხბურთელი "ჯვაროსნებს" ტრავმის გამო ვერ დაეხმარება. ართველოს ნაკრებს სექტემბრის თვეში სამი შეხვედრა ელის: კოსოვოს (ბათუმში, 2 სექტემბერი) და ესპანეთის (სტუმრად, ბადახოსი, 5 სექტემბერი) წინააღმდეგ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე და ბულგარეთთან ამხანაგურად (სოფია, 8 სექტემბერი). წინა სეზონში, 20 წლის მარცხენა ფლანგის ვინგერმა ყაზანის “რუბინის” მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 23 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა, ახლადდაწყებულ სეზონში 6 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მეტოქის კარი ერთხელ აიღო. რაც შეეხება ეროვნულ გუნდს, კვარაცხელია “ჯვაროსნებს” მიმდინარე წელს გამართულ სამ შეხვედრაში 2 გატანილი გოლით დაეხმარა.

სხვა სტატიები