Belive

ხვიჩა კვარაცხელიას მამის ჰეთ-თრიქი ჩემპიონთა ლიგაზე (ვიდეო)

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
2000 წელს ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში აზერბაიჯანულმა "შამქირმა" შინ ლატვიური "სკონტო" 4:1 დაამარცხა. მასპინძელთა რიგებში ჰეთ-თრიქი ხვიჩა კვარაცხელიას მამამ, ბადრი კვარაცხელიამ შეასრულა. ქართველმა ფორვარდმა, რომელიც "შამქირის" რიგებში ასპარეზობდა, მე-3, 90-ე და მე-100 წუთებზე გაიტანა. პირველი შეხვედრა "სკონტოს" 2:1 ჰქონდა მოგებული, თუმცა ორი მატჩის ჯამში აზერბაიჯანურმა გუნდმა გაიმარჯვა - 5:4.

ბადრი კვარაცხელიას 3 გოლი სკონტოს კარში:

სხვა სტატიები