Belive

ხვიჩა კვარაცხელიას პირველი გოლი 2022 წელს | VIDEO

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრების ვინგერმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, 2022 წელს პირველი გოლის გატანა მოახერხა. ეს 21 წლის ფეხბურთელმა თურქეთში, ანტალიის ქალაქ ბელეკში მიმდინარე შეკრების ფარგლებში გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში მოახერხა, რომელშიც ყაზანის "რუბინი" მოსკოვის "დინამოს" დაუპირისპირდა და ფრე - 2:2 ითამაშა. მარცხენაფლანგელი სათადარიგოთა შემადგენლობაში იყო და მოედანზე 27-ე წუთზე შემოვიდა, გოლის გატანა კი 70-ე წუთზე შეძლო.
როგორც ჩანს, ტრავმა, რომლის გამოც წინა ამხანაგურ მატჩში კვარაცხელიამ მოედანი 38-ე წუთზე დატოვა, სერიოზული არ აღმოჩნდა და იგი ფორმაში შესვლას აგრძელებს. “რუბინი” შეკრებას 24 თებერვლამდე აგრძელებს, ხოლო რუსეთის ჩემპიონატში, წლის პირველ ოფიციალურ მატჩს 28 თებერვალს, სანქტ-პეტერბურგის "ზენიტის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

სხვა სტატიები