Belive

ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება 3 მილიონით გაიზარდა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
წამყვანმა სტატისტიკურმა პორტალმა Transfermarkt.com-მა რუსეთის პრემიერ ლიგის ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულებები განაახლა. ცვლილება შეეხო ყაზანის "რუბინისა" და საქართველოს ნაკრების ვინგერს, ხვიჩა კვარაცხელიას. 20 წლის ფეხბურთელის ფასი ამჯერად 3 მილიონით გაიზარდა და ახლა 18 მილიონ ევროს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ დღეიდან ხვიჩა რუსეთის პრემიერ ლიგის მე-4 ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეა. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში 2001 წელს დაბადებულ ფეხბურთელებს შორის კვარაცხელია მე-11 პოზიციაზეა. მას უსწრებენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან: ბუკაიო საკა (65 მილიონი), მეისონ გრინვუდი (50 მილიონი), როდრიგო (45 მილიონი) და ა.შ. როგორც იცით, ხვიჩა "რუბინის" დატოვებასთან ახლოსაა. ყველაზე მეტად ქართველი ტალანტის მიმართ ინტერესს ინგლისური "ლიდსი" იჩენს. რუსული კლუბი კვარაცხელიას დაახლოებით, 20-25 მილიონ ევროდ აფასებს.

სხვა სტატიები