Belive

კვარაცხელიას ტრანსფერით სერია ა-ს კიდევ 2 გუნდი დაინტერესდა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის ,,რუბინის'' შემტევით - ხვიჩა კვარაცხელიათი მილანის ,,ინტერი'' და  ბერგამოს ,,ატალანტაც'' ინტერესდებიან. ინფორმაციას Tuttomercatoweb-ი ავრცელებს. აქამდე იტალიურ მედიაში იწერებოდა, რომ ქართველი ფეხბურთელის გადაბირება სერია ა-ს რამდენიმე გრანდს - ,,მილანს'', ,,იუვენტუსსა'' და ,,ნაპოლის'' სურს. გარდა ამ გუნდებისა, ხვიჩას ტრანსფერზე დორტმუნდის ,,ბორუსიაც'' მუშაობს. მიმდინარე სეზონში კვარაცხელიას ანგარიშზე ,,რუბინის” მაისურით ჩატარებულ 20 შეხვედრაში 3 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა. 20 წლის შემტევს რუსულ გუნდთან კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს.



 

სხვა სტატიები