Belive

ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის სიმძიმე ცნობილია 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ყაზანის "რუბინის" გენერალურმა დირექტორმა რუსტამ საიმანოვმა დაადასტურა, რომ ხვიჩა კვარაცხელია სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს. როგორც ირკვევა, საქართველოს ნაკრების შემტევის მიერ რუსეთის ჩემპიონატის 26-ე ტურში, "ურალის" წინააღმდეგ მოგებულ (1:0) შეხვედრაში, მიღებული ტრავმა მძიმე აღმოჩნდა და ის რამდენიმე თვეს გამოტოვებს. "მას აქვს დაზიანება, რომელზეც ჯერ მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა არ ჩაგვიტარებია. სავარაუდოდ, ის სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს, რადგან ტრავმის მოშუშების შემდეგ, ფორმაში შესასვლელად 2-3 კვირის გამოტოვება მოუწევს, ამიტომ გარისკვა არ ღირს", - თქვა "რუბინის" დირექტორმა. ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელსაც მიმდინარე სეზონში, “რუბინის” მაისურით 21 შეხვედრაში 4 გოლი აქვს გატანილი და 8 საგოლე გადაცემა გაკეთებული, ესპანეთისა და საბერძნეთის ნაკრებების კარის დალაშქვრა მოახერხა, სანაკრებო პაუზიდან კლუბში დაბრუნების შემდეგ კი, ულამაზესი გოლით “სოჭისთან” თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა.

სხვა სტატიები