Belive

"ხვიჩას სახელი შვედეთში ემახსოვრებათ" - მედიის გამოხმაურება საქართველოს გამარჯვებაზე

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ნაკრებმა დღეს ისტორიული გამარჯვება მოიპოვა - "ჯვაროსნებმა" ბათუმში შვედეთის დამარცხება ხვიჩა კვარაცხელიას დუბლით (2:0) მოახერხეს. სოციალურ ქსელებში საქართველოს ნაკრების ამ მოულოდნელ გამარჯვებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

"ხვიჩა კვარაცხელიას სახელი შვედეთში დიდი ხნის განმავლობაში ემახსოვრებათ," - წერს მომხმარებელი. "ხვიჩა კვარაცხელია ახლა ესპანეთში ყველაზე პოპულარული ადამიანი იქნება." "აბსოლუტური კატასტროფა შვედეთისთვის. ხვიჩა კვარაცხელიამ ორი გოლი გაიტანა, ესპანეთისთვის კი ახლა ჯგუფში კონტროლის მოსაპოვებლად კარები ღიაა," - Planet Futbol. "ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემი ქვეყანა გაანადგურა. F**k you, მაგრამ კარგი ფეხბურთელი ხარ," - წერს შვედი გულშემატკივარი. "საქართველო 2:0 შვედეთი. აღნიშნავს ესპანეთი," - ესპანელები სიხარულს ვერ მალავენ.
 

სხვა სტატიები