Belive

ხვიჩას სატრანსფერო ღირებულება შეიცვალა - ეროვნულ ლიგაში ფასები განახლდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ცნობილმა საფეხბურთო სტატისტიკურმა პორტალმა - Transfermarkt.com ეროვნული ლიგის ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულება განაახლა. ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას ფასი 1 მილიონით შემცირდა და ახლა 15 მილიონ ევროს შეადგენს. აქვე შეგახსენებთ, რომ "დინამო ბათუმის" ვინგერის სანაცვლოდ "ნაპოლიმ" 10 მილიონი გადაიხადა და ხვიჩა ზაფხულიდან იტალიურ გუნდს შეუერთდება. "დინამო ბათუმში" რუსეთიდან გადმოსულ კიდევ ერთ ფეხბურთელს, ზურიკო დავითაშვილს რეგრესი აქვს. ახალგაზრდა შემტევის სატრანსფერო ღირებულება 2,5 მილიონიდან 2 მილიონამდე დაეცა.

ეროვნული ლიგის TOP 10 ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი:

eligaprices
უნდა აღინიშნოს, რომ გრძელდება ირაკლი აზაროვის პროგრესი. ბათუმელთა 20 წლის მარცხენა მცველი ახლა 1,2 მილიონ ევროდ არის შეფასებული. გარდა ამისა, რეგრესი აქვს "გაგრასა" და საქართველოს ნაკრების მცველს, სოლონონ კვერკველიას. რაც შეეხება "დინამო თბილისს", კახაბერ ცხადაძის გუნდში ყველაზე მეტი ახლა უსმან კამარა (550 ათასი) ღირს.

სხვა სტატიები