Belive

„ხვიჩას თამაშის ყურება საოცარი შეგრძნებაა, არაჩვეულებრივი ბიჭია" - შოთა არველაძე

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

გუშინ, რომში, ,,სტადიო ოლიმპიკოზე”, დიეგო მარადონას ხსოვნისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო მატჩი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ქართული ფეხბურთის ლეგენდამ შოთა არველაძეც მიიღო. სხვათაშორის, 49 წლის არველაძემ აღნიშნულ მატჩში ორი გოლითაც გამოიჩინა თავი.

მატჩის შემდგომ, შოთიმ calcionapoli24-თან ხვიჩა კვარაცხელიას თაობაზე ისაუბრა:

"ის გასაოცარი და ფენომენალური მოთამაშეა, მისით ძალიან ვამაყობ. ის ქართული ფეხბურთის ნათელი მომავალია. ამ ბიჭს უყვარს რასაც აკეთებს. ხვიჩას თამაშის ყურება საოცარი შეგრძნებაა, არაჩვეულებრივი მოთამაშეა. სკუდეტო? "ნაპოლის" სკუდეტოს მოგების დიდი შანსი აქვს და რატომაც არა, ჩემპიონთა ლიგაც! ხვიჩამ ჩემპიონთა ლიგაზე, ძლიერი გუნდების წინააღმდეგ, საოცარი თამაშები აჩვენა."

სხვა სტატიები