Belive

ხვიჩას ზენიტში არ წავა - მისი გადაბირება პრემიერ ლიგის კიდევ ერთ გუნდს სურს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რუსულ მედიაში ხვიჩა კვარაცხელიას მომავლის შესახებ კიდევ ერთი ინფორმაცია ვრცელდება. RB Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 20 წლის ქართველი ფეხბურთელი კარიერის "ზენიტში" გაგრძელებას არ განიხილავს. წყარო აღნიშნულს კვარაცხელიას მამის განცხადების მიხედვით ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ ბადრი კვარაცხელიას თქმით, ხვიჩა ზაფხულში რუსეთიდან 100%-ით წავა. რაც ყველაზე საინტერესოა, რუსული გამოცემა ქართველი ვარსკვლავით დაინტერესებულ ახალ გუნდს ასახელებს. RB Sport-ის თანახმად, კვარაცხელიას გადაბირებით "ევერტონიც" ინტერესდება. როგორც იცით, მერსესაიდული კლუბის გარდა, კვარაცხელია პრემიერ ლიგის კიდევ ერთ კლუბ, "ლიდსს" დაუკავშირეს. გარდა ამისა, იწერება "მილანისა" და "სევილიას" ვარიანტზეც. აქვე გეტყვით, რომ "რუბინის" სპორტული დირექტორის, ოლეგ იაროვინსკის განცხადებით, თითქმის გამორიცხულია, ყაზანელებმა ზაფხულში ქართველი ვინგერი შეინარჩუნონ.

სხვა სტატიები