Belive

კიდევ 1 პრობლემა, რომელიც კორონავირუსმა გრანდებს შეუქმნა

4 წლის წინ ფეხბურთი
6 წთ
მსოფლიოში გავრცელებულმა ახალმა კორონავირუსმა საგანგაშო ციფრებს მიაღწია. COVID-19 განსაკუთრებით სწრაფი ტემპებით ვითარდება ევროპის ქვეყნებში. შექმნილმა ვითარებამ არაერთი სახელმწიფო მძიმე გადაწყვეტილებების მიღების ზღვარზე დააყენა და მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა. ცვლილებები შეეხო სპორტულ სამყაროსაც - მსოფლიოს მასშტაბით უამრავი სპორტული ღონისძიება გაუქმდა ან გადაიდო. ევროპის წამყვანი საკლუბო საფეხბურთო ჩემპიონატები მინიმუმ აპრილამდე გადაიდო. პრემიერ ლიგა, ბუნდესლიგა, სერია ა, ლა ლიგა, ლიგა 1 - ევროპის ტოპ-5 საკლუბო ჩემპიონატი ახალი რეალობის წინაშე დადგა. იმ შემთხვევაში თუ საფეხბურთო ჩემპიონატები აპრილში განახლდება, მიმდინარე სეზონი შესაძლოა ივლისში დასრულდეს. იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, გაბრიელე გრავინამ განაცხადა, რომ სერია ა შესაძლოა მაისამდე არ განახლდეს და მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდეს. კორონავირუსმა ევროპის წამყვან საკლუბო ჩემპიონატებს შესაძლოა გაცილებით უფრო დიდი პრობლემა შეუქმნას, ვიდრე თარიღების გადაწევა და გვიან დასრულებაა. ევროპული გრანდები შესაძლოა ჩემპიონატის მსვლელობისას კონტრაქტების ვადის ამოწურვის საფრთხის წინაშე დადგნენ. არაერთ საფეხბურთო ვარსკვლავს მოქმედი კონტრაქტის ვადა მიმდინარე წლის 30 ივნისს ეწურება! - რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ ჩემპიონატები განახლდება მაისში და დასრულდება აგვისტოში?
2788618-57556370-2560-1440
"ჩელსის" შემტევი პოტენციალი ვარსკვლავები, რომელთაც კონტრაქტის ვადა 2020 წლის 30 ივნისს ეწურებათ
  • ვილიანი
  • პედრო
  • ოლივიე ჟირუ
  • ვილი კაბალერო
"არისტოკრატების" ფანებისათვის სიურპრიზს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ვილიანს, პედროსა და ოლივიე ჟირუს კონტრაქტების ვადა ივნისში ეწურებათ. ანალოგიურ სიტუაციაში იმყოფება ვილი კაბალერო, რომელიც თებერვლის თვეში გუნდის ნომერ პირველი მეკარე გახლდათ. ნახვამდის "მანჩესტერ სიტის" საუკეთესო ნახევარმცველო შესაძლოა ბევრ თქვენგანს კევინ დე ბრუინე ეგონა მაგრამ კონტრაქტის ვადა დავიდ სილვას ეწურება. "ქალაქელთა" ერთგულ ჯარისკაცს შესაძლოა კონტრაქტის ვადა მანამ დაუმთავრდეს, სანამ პრემიერ ლიგა დასრულდება. დავიდ სილვასთან ერთად, კონტრაქტი უმთავრდება კლაუდიო ბრავოს. "პსჟ"-ს თავსატეხი ვარსკვლავები, რომელთაც კონტრაქტის ვადა 2020 წლის 30 ივნისს ეწურებათ
  • ტიაგო სილვა
  • ედინსონ კავანი
  • ტომას მუნიე
  • ლევინ კურჟავა
ძნელია დაკარგო დაცვის სამი ბურჯი, როდესაც ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების მიღწევა გსურს. ტიაგო სილვას, ტომას მუნიესა და ლეივინ კურჟვას კონტრაქტის ვადები ეწურებათ - წამყვანი ტრიოს გარეშე დარჩენილ "პსჟ"-ს დაცვის ხაზს მნიშვნელოვანი პრობლემები შეექმნება. კონტრაქტის ვადა ეწურება ედინსონ კავანისაც. რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ მბაპე ან ნეიმარი ტრავმას მიიღებენ და კავანი გუნდში აღარ იქნება? ბუფონი კვლავ ჩემპიონთა ლიგის ტიტულის გარეშე? ვარსკვლავები, რომელთაც კონტრაქტის ვადა 2020 წლის 30 ივნისს ეწურებათ
  • ჯიჯი ბუფონი
  • ჯორჯო კიელინი
"იუვენტუსმა" შესაძლოა ჩემპიონთა ლიგა მოიგოს მაგრამ ბუფონი მედლის გარეშე დარჩეს. "ბიანკონერის" ლეგენდას კონტრაქტის ვადა ივნისში ეწურება. კიდევ ერთი ლეგენდა, რომელსაც კონტრაქტის ვადა ეწურება ჯორჯო კიელინია, "იუვენტუსის" დაცვის ლიდერი. "მანჩესტერ იუნაიტედის" მიერ იჯარით დამატებული გმირი ვარსკვლავები, რომელთაც კონტრაქტის ვადა 2020 წლის 30 ივნისს ეწურებათ
  • ოდიონ იგალო (იჯარა "შანხაი შენშუა")
  • ნემანია მატიჩი
"შანხაი შენშუამ" შესაძლოა სოლიდური თანხა გამოიმუშავოს იმ შემთხვევაში თუ "მანჩესტერ იუნაიტედს" ოდიონ იგალოს იჯარის გახანგრძლივება მოუწევს. შეელევა "მანჩესტერ იუნაიტედი" ფეხბურთელს, რომელმაც უკანასკნელ მატჩებში მნიშვნელოვანი გოლები გაიტანა? ოდიონ იგალოს იჯარის ვადის ამოწურვის პარალელურად, კონტრაქტის ვადა ეწურება ნემანია მატიჩს.
"ინტერი" პრობლემების წინაშე ვარსკვლავები, რომელთაც კონტრაქტის ვადა 2020 წლის ივნისში ეწურებათ
  • ალექსის სანჩესი (იჯარა "მანჩესტერ იუნაიტედი")
  • ეშლი იანგი (იჯარა გაგრძელების პერსპექტივით)
  • კრისტიანო ბირაგი
  • სტეფანო სენსი
  • ვიქტორ მოსესი (იჯარა "ჩელსი")
საჩემპიონო ბრძოლაში, რთულ სიტუაციაში მყოფი "ინტერის" სიტუაცია შესაძლოა კიდევ უფრო დამძიმდეს. "ნერაძურის" არაერთი ვარსკვლავის დაკარგვის საფრთხე ემუქრება. "ბაიერნის" იჯარის დილემა ვარსკვლავები, რომელთაც კონტრაქტის ვადა 2020 წლის 30 ივნისს ეწურებათ
  • ივან პერიშიჩი (იჯარა "ინტერი")
  • ფილიპე კოუტინიო (იჯარა "ბარსელონა")
რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ბაიერნი" "ბარსელონას" დაუპირისპირდება და კატალონიური გრანდი ფილიპე კოუტინიოს იჯარის გახანგრძლივებაზე "რეკორდმაისტერს" უარს ეტყვის? "ბაიერნმა" შესაძლოა ივან პერიშიჩიც დაკარგოს, რომელსაც "ინტერი" უკან გაიწვევს. "ლაიფციგის" საოცნებო ფორმა ვარსკვლავები, რომელთაც 2020 წლის 30 ივნისს კონტრაქტის ვადა ეწურებათ
  • ანგელინო (იჯარა "მანჩესტერ სიტი")
  • პარტიკ შიკი (იჯარა "რომა")
მიმდინარე სეზონის ჩემპიონთა ლიგაზე "ლაიფციგი" წარმატებულად ასპარეზობს. გუნდის წამყვან მოთამაშეებად ანგელინო და პატრიკ შიკი ითვლებიან, რომლებიც შესაძლოა ივნისის ბოლოს "ლაიფციგს" გამოაკლდნენ. "ლივერპული", "რეალი", "ბარსელონა"  მოსაწყენი სიტუაცია თავგადასვლების გარეშე - გრანდებს ვარსკვლავები არ ტოვებენ
სხვა ვარსკვლავები, რომელთაც კონტრაქტის ვადა 2020 წლის 30 ივნისს ეწურებათ
  • პაბლო მარი ("არსენალი" იჯარა)
  • დანი სებალოსი ("არსენალი" იჯარა)
  • ჩარლზ არანგიზი ("ლევერკუზენი")
  • მარიო გიოტზე ("დორტმუნდი")
  • რაიან ფრეიზერი ("ბორნმუთი")
  • სენად ლულიჩი ("ლაციო")
  • ადამ ლალანა ("ლივერპული")
  • დრის მერტენსი ("ნაპოლი")
  • ხოსე კალეხონი ("ნაპოლი")
  • ევერ ბანეგა ("სევილია")
  • ნოლიტო ("სევილია")
  • იან ვერტონგენი ("ტოტენჰემი")
  • არტემ დზიუბა ("ზენიტი")

სხვა სტატიები