Belive

კიდევ ერთი არველაძე თურქეთში - ვატომ სუპერლიგის კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ვატო არველაძე კარიერას თურქეთის ჩემპიონატში გააგრძელებს. 22 წლის თავდამსხმელი სულერლიგაში დაბრუნებულ "კარაგმიურუქში" ითამაშებს. ახალგაზრდა ქართველმა თავდამსხმელმა, რომელმაც ბოლო 4 თვე მშობლიურ თბილისის "ლოკომოტივში" გაატარა, თურქულ კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. სტამბულში დაარსებული კლუბი სუპერლიგაში 1984 წლის შემდეგ პირველად აღზევდა. საინტერესოა ისიც, რომ "კარაგმიურუქის" ვიცე-პრეზიდენტი ვატოს ბიძა და ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი არჩილ არველაძეა. ვატო არველაძე, რომელსაც საქართველოს ნაკრებში ორ შეხვედრაში 1 გოლიც აქვს გატანილი, 2018-20 წლებში პოლონური "კორონას" შემადგენლობაში თამაშობდა და 29 მატჩში 5 ბურთის შეგდება მოახერხა.

სხვა სტატიები