Belive

კიდევ ერთი ინვესტიცია პრემიერ ლიგაში - ვესტ ჰემის წილები შესაძლოა გაიყიდოს

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ინგლისის პრემიერ ლიგაში შესაძლოა, კიდევ ერთი მსუყე ინვესტიცია განხორციელდეს - "ვესტ ჰემის" წილის შეძენას ჩეხი მილიადრდერი აპირებს. ბიზნესმენი, რომელიც პრაღის "სპარტას" მფლობელია, "ვესტ ჰემის" 27%-იანი წილის შესყიდვის მოლაპარაკებებში ლიდერობს. Sky Sports-ის ანგარიშში ასევე მოხსენიებულია ფინანსისტები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ გარიგება შეიცავს პუნქტს, რომელიც საშუალებას მისცემს დანიელ კრეტინსკის გრძელვადიან პერსპექტივაში აღმოსავლეთ ლონდონური კლუბის აქტივების სრული მფლობელი გახდეს. მოხსენების თანახმად, მფლობელებში ცვლილება შეიძლება გამოცხადდეს ნოემბრის პირველ კვირაში, შესაძლოა ეს 7 ნოემბერს, "ლივერპულთან", "ვესტ ჰემის" საშინაო მატჩის წინ მოხდეს. თუ კრეტინკსი განაგრძობს თავის გეგმას ისე, როგორც მოსალოდნელია და სრულად გააკონტროლებს პრემიერ ლიგის გუნდს, ეს ფაქტობრივად ნიშნავს დევიდ გოლდის და დევიდ სალივანის ეპოქის დასასრულს. "ჩაქუჩების" ამ ორმა ბავშვობისდროინდელმა გულშემატკივარმა კლუბი 2010 წელს გადაიბარა, 2 წლის შემდეგ, რაც "ბირმინგემ სიტი" გაასხვისა.
Image Credit: PA
გოლდისა და სალივანის ხელმძღვანელობით, ლონდონური კლუბი პრემიერ ლიგაში დაბრუნდა და რამდენჯერმე ევროპის ლიგის საგზურიც მოიპოვა. კრეტინკსიმ სიმდიდრე სხვადასხვა საწარმოებით მოიპოვა, რომლებიც მოიცავს ენერგეტიკას, მედიას, მრეწველობასა და საცალო ვაჭრობას. იგი, ახლახანს, დიდი ბრიტანეთის კომპანიებში მნიშვნელოვანი ინვესტორი გახდა. ორი კვირის წინ, გავრცელდა სიახლე "ნიუკასლ იუნაიტედის" გაყიდვის შესახებ, როცა მაიკ ეშლიმ კლუბი უსაზღვროდ მდიდარ საუდის არაბეთის საჯარო საინვესტიციო ფონდს მიჰყიდა. "ვესტ ჰემი" პრემიერ ლიგაში ჩატარებული 9 ტურის შემდეგ, 17 ქულით მეოთხე ადგილზე იმყოფება, რაც შეეხება ევროპის ლიგას აქ გუნდს 3-დან 3 მოგება და შესაბამისად 9 ქულა აქვს, რა მაჩვენებლითაც H ჯგუფში პირველ პოზიციას იკავებს.

სხვა სტატიები