Belive

კიდევ ერთი რეკორდი - ლევანდოვსკის შესანიშნავი შედეგი 

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მიუნხენის "ბაიერნის" თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში კიევის "დინამოსთან" (5:0) მოგებულ შეხვედრაში, კიდევ ერთი შესანიშანვი რეკორდი დაამყარა. საქმე ისაა, რომ პოლონელი ფორვარდი, რომელმაც უკრაინის მოქმედ ჩემპიონს 29 სექტემბერს გაამრთულ შეხვედრაში ორი გოლი გაუტანა, ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ეგიდით, ზედიზედ 18 მატჩში გამარჯვების მოპოვება მოახერხა. კონკრეტულად, გერმანულმა გრანდმა ყველა ის შეხვედრა მოიგო, რომელშიც 33 წლის ფეხბურთელმა მონაწილეობა მიიღო. 18-მატჩიანი მოგებათა სერია სარეკორდო მაჩვენებელია, ამაზე კარგ შედეგი არცერთ ფეხბურთელს ჰქონია. ბოლო გუნდი, რომელმაც მიუნხენური კლუბი პოლონელი ფეხბურთელის მოედანზე ყოფნის დროს ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართულ მატჩში დაამარცხა, 2019 წის მარტში, მერვედფინალში, მიუნხენის "ბაიერნი" იყო. საინტერესოა ისიც, რომ ამ 18 შეხვედრაში ლევანდოვსკიმ 24 გოლის გატანა და ხუთი საგოლე გადაცემის გკეთება მოახერხა.

სხვა სტატიები