“კიდევ ერთხელ და მოედნიდან გახვალ” – ლინგარდმა სოლსკიაერი გააბრაზა (ვიდეო)

ინგლისის თასის ნახევარფინალში “მანჩესტერ იუნაიტედი” სტუმრად “სიტის” დაუპირისპირდა და 1:0 მოიგო. ორი მატჩის ჯამში “წითელმა ეშმაკებმა” 2:3 წააგეს და ფინალში ვერ გავიდნენ.

საინტერესო შემთხვევა დაფიქსირდა შეხვედრის 58-ე წუთზე. “იუნაიტედის” ფეხბურთელმა, ჯესი ლინგარდმა ცუდად ითამაშა, რასაც “სიტის” ძალიან სახიფათო შეტევა მოყვა – “წითლები” სტერლინგის დარტყმის შემდეგ გაშვებულ გოლს გადაურჩნენ.

ჯესის ამ ქმედებამ ძალიან გააბრაზა “იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი, ოლე გუნარ სოლსკიაერი, რომელმაც ლინგარდს შემდეგი სიტყვები უთხრა: “კიდევ ერთხელ ამას გააკეთებ და მოედნიდან გახვალ.”

იხილეთ ვიდეო:

(300)

“კიდევ ერთხელ და მოედნიდან გახვალ” – ლინგარდმა სოლსკიაერი გააბრაზა (ვიდეო)

სტატიის ავტორი
-