Belive

კიელინი: "2018-ში რეალმა რონალდუს ოქროს ბურთი მოპარა"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლეგენდარულმა იტალიელმა მცველმა, ჯორჯო კიელინიმ აღნიშნა, რომ კრიშტიანუ რონალდუს მისმა ყოფილმა გუნდმა 2018 წელს ოქროს ბურთი მოპარა. კიელინის მტკიცებით, "რეალმა" გადაწყვიტა, რომ ოქროს ბურთი მის ფეხბურთელს მოეგო. 2018 წლის ოქროს ბურთის მფლობელი ლუკა მოდრიჩი გახდა თუმცა არაერთი საფეხბურთო მიმომხილველის მტკიცებით, გასულ წელს ოქროს ბურთს კრიშტიანუ რონალდუ იმსახურებდა. "გასაკვირი არაა, რომ წელს ოქროს ბურთი ლეო მესიმ მოიგო თუმცა გასულ წელს უპრესტიჟულესი ჯილდო კრიშტიანუ რონალდუს ეკუთვნოდა. "რეალმა" გადაწყვიტა, რომ კრიშტიანუ რონალდუს ოქროს ბურთი არ მოეგო და გამარჯვებული ლუკა მოდრიჩი გახდა." "კრიშტიანუმ ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ჩემი აზრით, ამ ლოგიკით წლევანდელი გამარჯვებული ვირჯილ ვან დაიკი უნდა გამხდარიყო. გასულ წელს გრიზმანმა, პოგბამ და მბაპემ მსოფლიო ჩემპიონატზე წარმოუდგენლად კარგად იასპარეზეს თუმცა ოქროს ბურთის გამარჯვებული ლუკა მოდრიჩი გახდა", - აღნიშნა ჯორჯო კიელინიმ.

სხვა სტატიები