Belive

კიელინი: "ასეთი ძლიერი იუვენტუსი არასოდეს ყოფილა"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ტურინის იუვენტუსის ცენტრალურმა მცველმა "ფროსინონესთან" გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა: "რთულია ისეთი გუნდების წინააღმდეგ თამაში, რომლებიც ჩაკეტილ ფეხბურთს თამაშობენ, თუმცა გამარჯვება მოვიპოვეთ. სიმართლე გითხრათ, ბერნანდესკის კარგი თამაშით არ ვარ გაკვირვებული, ის ჩვენი გუნდისთვის უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება." კითხვაზე, თუ რამდენად სერიოზულად აფასებს კიელინი გუნდის პოტენციალს, იტალიელმა მცველმა ასეთი პასუხი გასცა: "მე ტურამთან და კანავაროსთან ერთად თამაშის ბედნიერება მხვდა წილად, ასევე ვუყურებდი ჩირო ფერარასა და პაოლო მონტეროს დროის "იუვეს" და თამამად მინდა გითხრათ, რომ დღევანდელი გუნდი უკანასკნელ წლებში ყველაზე ძლიერია", - აღნიშნა კიელინის Sky Sport Italia-სთან საუბრისას.  

სხვა სტატიები