Belive

კიელინი: ბალოტელი ნეგატიური ადამიანია

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იტალიის ნაკრებისა და ტურინის "იუვენტუსის" ვეტერანმა ფეხბურთელმა მარიო ბალოტელი გააკრიტიკა. როგორც მოგეხსენებათ კიელინი და ბლოტელი ერთად იტალიის ნაკრებში ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზე და 2013 წლის კონფედერაციის თასზე ერთად ასპარეზობდნენ. ჯორჯო კიელინიმ ბალოტელი არცთუ ისე კარგად დაახასიათა: "მარიო საკმაოდ ნეგატიური ადამიანია. ის თავის თანაგუნდებელს და თანამემამულეებს პატივს არ სცემს. 2013 წლის კონფედერაციის თასზე ბალოტელის, ნაკრებისთვის არაფერი სასარგებლო არ გაუკეთებია. იგი ისე იქცეოდა, რომ მინდოდა დამერტყა." შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრები 2012 წლის ევროპის ჩემპიონატზე ფინალში ესპანეთთან 4:0 დამარცხდა, მაგრამ ნახევარფინალურ დაპირისპირებაში გერმანიასთან, ბალოტელიმ დუბლი შეასრულა და სწორედ მისი გატანილი გოლების წყალობით მოხვდა "სკუადრა აძურა" ფინალში. 2013 წელს კი იტალიელები მეოთხედფინალში ესპანეთის ნაკრებთან პენალტების სერიაშ დამარცხდნენ.

სხვა სტატიები