Belive

"კიეზას სიამოვნებით ვიხილავდი ბაიერნში", - იულიან ნაგელსმანი

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მიუნხენის ბაიერნის მწვრთნელი იულიან ნაგელსმანი იტალიისა და "იუვენტუსის" გარემარბის, ფედერიკო კიესას, დიდი გულშემატკივარია. კიეზამ განსაკუთრებული ყურადღება ევრო 2020-ზე მისი შესანიშნავი თამაშის წყალობით დაიმსახურა და როგორც ჩანს, მისი გადაბირება მიუნხენური გრანდის ხელმძღვანელობასაც სურს.
"ის სუპერ მოთამაშეა, რადგან წარმოუდგენელ სიმშვიდესა და დინამიკას განასახიერებს. დიდი ხანია მის თამაშს ვაკვირდები და შემიძლია ვთქვა, რომ მისი თამაში გამორჩეულად ლაღია, მას დრიბლინგიც კარგი აქვს და შეტევის შედეგიანად დასრულებაც შესანიშნავად გამოსდის"  "კიეზას სიამოვნებით ვიხილავდი "ბაიერნში", თუმცა აქვე უნდა აღვნიშნო, რომ მისი საბაზრო ღირებულება უკვე საკმაოდ დიდია", - აცხადებს ნაგელსმანი.
Calciomercato.com-ის ცნობით კიეზას სატრანსფერო ღირებულება მინიმუმ 90 მილიონი ევრო იქნება. ამჟამად კიეზა "ფიორენტინადან" "იუვეში" იჯარის წესით 2 წლითაა განათხოვრებული, რაც ტურინელებს 20 მილიონი ევრო დაუჯდათ. 23 წლის იტალიელმა "ბებერი ქალბატონის" რიგებში 43 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 14 გოლის გატანა და 10 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო. ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ კიეზამ ევრო 2020-ის ფინალში ტრავმა მიიღო, რის გამოც გარკვეულ პერიოდს იუქმებს, თუმცა ამ ეტაპისათვის ტრავმის სიმძიმე და უქმობის პერიოდი უცნობია.

სხვა სტატიები