Belive

კიკე სეტიენი: "მესისთან მშვენიერი ურთიერთობა მაქვს" 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა კიკე სეტიენმა გუნდის კაპიტნის ლიონელ მესისთან ურთიერთობის შესახებ ისაუბრა. "ჩემი ურთიერთობა ლიონელ მესისთან ისეთივეა, როგორც სხვა ყველა დანარჩენ ფეხბურთელთან. ზოგიერთი მათგანი სხვებზე მეტად გახსნილია და ჩვენ უფრო ხშირად ვკონტაქტობთ, მაგრამ მთლიანობაში, ყველასთან მშვენიერი ურთიერთობა გვაქვს. ბოლო პერიოდში მესისთან ერთად ჩვენს გუნდში არსებულ ვითარებაზე ბევრი ვისაუბრეთ, ეს ძალიან დაგვეხმარა და ბევრი რამ გავარკვიეთ. საკუთარ ძალებში დარწმუნებულები ვართ, მომავლის იმედი გვაქვს და ჩემპიონთა ლიგას იმედიანად ვუყურებთ", - თქვა "ბლაუგრანას" თავკაცმა.

სხვა სტატიები