Belive

კიკე სეტიენი: პიკეს განცხადებამ იმედი გამიცრუა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გუშინ კატალონიის "ბარსელონამ" სტუმრად "სევილია" ვერ დაამარცხა. შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა და მადრიდის "რეალს" ცხრილში გალიდერების შანსი მიეცა. ამასთან დაკავშირებით პიკემ საკუთარი მოსაზრება გამოთქვა. მისი აზრით ახლა ყველაფერი "სამებო კლუბის" ხელშია და ჩემპიონობის კარგი შანსი აქვს. პიკეს ეს განცხადება "ბლაუგრანას" მთავარ მწვრთნელს კიკე სეტიენს არ ესიამოვნა და განცხადებაც გააკეთა: "პიკეს ეს განცხადება ჩემთვის დიდი იმედგაცრუება იყო. ჩვენ შესანიშნავი პირველი ტაიმი ჩავატარეთ, თუმცა მეორე ტაიმში ინტენსივობა დაგვაკლდა. საერთო ჯამში გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ და საერთოდ არ ვფიქრობ, რომ ახლა ყველაფერი "რეალის" ხელშია. დარწმუნებული ვარ ზიდანის გუნდი დარჩენილ ყველა თამაშს ვერ მოიგებს. რაც შეეხება პიკეს, ვფიქრობ, რომ დამშვიდებულ გონებაზე ის სხვანაირად იფიქრებს." შეგახსენებთ, რომ მადრიდის "რეალი" თავის შეხვედრას, კვირას თბილისის დროით 00:00 -ზე გამართავს და სტუმრად "სოსიედადს" დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები