Belive

კიკე სეტიენმა ბარსელონას ფეხბურთელებს მოუბოდიშა 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა კიკე სეტიენმა თავისი ასისტენტის ედერ სარაბიას საქციელის გამო ბოდიში მოიხადა. საუბარია მადრიდის "რეალთან" 0:2 წაგებულ შეხვედრაზე, რომელშიც "ბარსელონას" თავკაცის თანაშემწემ თავის ფეხბურთელებს სათადარიგოთა სკამიდან უყვირა და შეურაცხყოფა მიაყენა. ესპანურ მედიაში იმსაც წერენ, რომ სარაბიას აგრესიული გამოხტომა ელ კლასიკოში არ დაუსრულებია და ფეხბურთელების მიმართ ბრაზი მან გასახდელშიც გამოხატა. "ყველას ბოდიშს ვუხდი, ასე მოქცევა არ შეიძლება. ვაღიარებ, რომ შეცდომა დავუშვით და იმედია ეს აღარ განმეორდება. ამ სიტუაციამ ჩემზე ძალიან იმოქმედა, რადგან ჩემთვის კლუბის იმიჯი მნიშვნელოვანია. შესაძლოა გაგვაკრიტიკონ ტაქტიკის, ცვლილებების, თამაშის გამო, მაგრამ არა ქცევისთვის.  უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყველა ადამიანი ერთნაირი არ არის და ემოციების შეკავება ბევრისთვის სირთულეს წარმოადგენს. ედერი პროფესიონალია, მას აქვს ტემპერამენტი, რომელიც გვეხმარება სიტუაციის მართვაში. თუმცა, აუცილებელია, რომ საკუთარი თავის კონტროლი ისწავლოს. მსგავსი სიტუაციები აქამდეც გვქონია და ედერი საკუთარ შეცდომებს აცნობიერებს. სარაბია ამ საკითხზე მუშაობს", - თქვა ესპანელმა სპეციალისტმა. "სამეფო კლუბმა" "ბლაუგრანას" "სანტიაგო ბერნაბეუზე" 2 უპასუხო გოლი გაუტანა და ლა ლიგის სათავეში გადაინაცვლა. ასევე იხილეთ: ბარსელონას ფეხბურთელები ედერ სარაბიათი უკმაყოფილო არიან

სხვა სტატიები