Belive

კილიან მბაპე: "ამ გამარჯვებას წინ ადვილი პერიოდი არ უძღოდა"

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში, “პარი სენ-ჟერმენმა” მადრიდის “რეალი” საშინაო კედლებში – 1:0 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ, შეხვედრის ერთადერთი გოლის ავტორმა, მთავარმა გმირმა და საუკეთესო ფეხბურთელმა, კილიან მბაპემ კომენტარი გააკეთა.
"მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს. ვიცით, რომ მატჩამდე განვლილი პერიოდი ადვილი არ იყო. ისინი არც თუ ისე კმაყოფილი იყვნენ ჩვენი თამაშით ბოლო კვირების განმავლობაში და მათ ჰქონდათ საამისო მიზეზები. ამას პატივი უნდა ვცეთ, მაგრამ დღეს არ გვქონდა განცდა, რომ ისინი ჩვენს წინააღმდეგ იყვნენ. გულშემატკივრები მთელი მატჩის განმავლობაში ჩვენთან ერთად იყვნენ.ეს ჩვენ ძალიან გაგვიხარდა და გავაგრძელებთ მათ სიამოვნებას. ფეხბურთზე მინდოდა ფოკუსირება. ვიცი, რომ ბევრი საუბარია ჩემს გარშემო. ყველამ ცოტა-ცოტა ყველაფერი იცის. ყველა ბევრს ლაპარაკობს, თუმცა ბოლოს არაფერს ამბობს. სიმართლე ისაა, რომ მე ორიენტირებული ვიყავი "პსჟ-ს" დახმარებაზე. ყველაფერი 9 მარტს დასრულდება. მე ნამდვილად მთლიანად კონცენტრირებული ვარ და ბედნიერი ვარ, რომ "პსჟ-ში" ვთამაშობ. არ დავლოდებივარ მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ თამაშს თებერვლის ერთ საღამოს, რათა გამეგო, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში ვთამაშობდი", - თქვა 23 წლის თავდამსხმელმა.
შეხვედრის ერთადერთი გოლი 94-ე წუთზე კილიან მბაპემ, ნეიმარის პასის შემდეგ, ეფექტური გარღვევის შედეგად გაიტანა.

სხვა სტატიები