Belive

კილიან მბაპე: "დღევანდელი შეხვედრის შემდეგ დაძინება რთული იქნება"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ევროპული ფეხბურთის მოყვარულების მთავარი ყურადღება ევრო 2020-სკენაა მიპყრობილი, რომელიც საკუთარი მიმდინარეობით საკმაოდ საინტერესო შთაბეჭდილებას ტოვებს. ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, შედგა საპლეიოფო წყვილები, რომელთა დაპირისპირება რიგ შემთხვევებში მოულოდნელი შედეგით დასრულდა. მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, საფრანგეთის ეროვნული ნაკრები, შვეიცარიის წინააღმდეგ დრამატულ შეხვედრაში, პენალტების სერიის შემდეგ დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ 10 შესრულებული პენალტიდან, მხოლოდ ერთი გაცუდდა, რომელიც კილიან მპაბეს მიერ იქნა შესრულებული. სწორედ ახალგაზრდა სუპერვარსკვლავის მიერ აცილებული პენალტის ხარჯზე მოახერხეს შვეიცარიელებმა მომდევნო ეტაპის საზგურის მოპოვება. მბაპეს მიერ აცილებულ პენალტს კი თავად ფეხბურთელი მატჩის შემდეგ გამოეხმაურა. "ვიცი როგორი იმედგაცრუებულიცაა ჩვენი გულშემატკივარი, თუმცა ჩემი მხრიდან მინდა თითოეულ მათგანს, გულწრფელი ქომაგობისათვის, მადლობა გადავუხადო"  "ყველაზე მნიშვნელოვანია, როდესაც მარცხის შემდეგ უფრო ძლიერი ხდები. ყოველი დაცემის შემდეგ, უფრო მყარ წამოდგომაზე უნდა ვიფიქროთ"  "უმნიშვნელოვანეს დროს ავაცილე პენალტი... დღევანდელი შეხვედრის შემდეგ დაძინება რთული იქნება" "ვულოცავ შვეიცარიელებს ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებ", - აცხადებს კილიან მბაპე. ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ შვეიცარიელთა მომდევნო მეტოქე ესპანეთის ეროვნული ნაკრები იქნება.

სხვა სტატიები